"რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა"
რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ბუჩასა და ირპინში მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ სამართლის აღსასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.
„რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. კრემლის ვერც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ მალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა – პუტინი სასოწარკვეთილია, მისი შეჭრა მარცხდება და უკრაინის სიმტკიცე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის სათავეშია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"