"რაც უფრო მეტად გააჭიანურებს რუსეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უარესი თავად რუსეთისთვის და პრინციპში ამ ომისთვისაც"
რაც უფრო მეტად გააჭიანურებს რუსეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უარესი თავად რუსეთისთვის და პრინციპში ამ ომისთვისაც, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ბუჩაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უნდა დაფიქრდეს.
„ყოველდღე, როცა ჩვენი ჯარები ტერიტორიების დეოკუპაციას ახდენენ ხედავთ, რაც ხდება. ძალიან რთულია საუბარი, როცა ხედავ რა ჩაიდინეს აქ. ყოველდღიურად პოულობენ ხალხს სარდაფებში გაგუდულს და ნაწამებს. ამიტომ, თუ აზროვნება შეუძლიათ, დროულად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, რომელიც გუშინ რუსი სამხედროებისგან გათავისუფლდა.
ბუჩაში უკრაინელ სამხედროებს შემზარავი სურათი დახვდათ, მოკლული და ნაწამებია ასობით ადამიანი.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ