კრამატორკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.- ამ ინფორმაციას უკრაინის რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრ კამიშინის ინფორმაციით, კრამატორკის რკინიგზის სადგურზე ცოტა ხნის წინ 2 ავიაიერიში განხორციელდა.
„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, - განაცხადა მან.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება