ამ გვერდის ამობედვა

ჯო ბაიდენმა უკრაინაში მომხდარი "გენოციდად" მოიხსენია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მომხდარი „გენოციდად" მოიხსენია.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.

 

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ავზის შევსების უნარი, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

მისი თქმით, ის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის მოხმარების განკარგულებას გასცემს.

 

„პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გავცემ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

წაკითხვა 258 ჯერ