"სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს "მარიუპოლის აღების შესახებ" მოატყუა"- უკრაინული მედია
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს „მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ“ აცნობა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ქალაქში კვლავ რჩება 2 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.
გამოცემა „პრავდა“ აღნიშნავს, რომ პუტინთან საუბარში შოიგუმ მარიუპოლი „ნაციონალისტური „აზოვის“ დედაქალაქად“ მოიხსენია და აქვე დაამატა, რომ ამ ქალაქის ალყაში მოქცევის დროს უკრაინელი მებრძოლების რაოდენობა 8 100 ადამიანი იყო, ხოლო ახლა კონკრეტულ ტერიტორიაზე 2 000-ზე მეტი მებრძოლია „საიმედოდ ბლოკირებული“. გარდა ამისა, შოიგუმ დაამატა, რომ „აზოვსტალზე ოპერაციის დასრულებას სამი-ოთხი დღე სჭირდება“. აქვე მინისტრმა პუტინს „აზოვსტალის“ შტურმი შესთავაზა. საპასუხოდ პუტინს „სავარაუდოდ ეს იდეა არ მოეწონა და აღნიშნა, რომ არაა საჭირო კატაკომბებში ჩასვლა, მაგრამ აუცილებელია „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის გადაკეტვა, რათა იქ ბუზიც ვერ შეფრინდეს“.
პუტინმა „მარიუპოლზე საბრძოლო მოქმედებების დასრულებას წარმატება უწოდა და შიოგუს მიულოცა“.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული, რაშიც რუსეთს გამოცდილება აქვს. „უფრო კონკრეტულად, ხალხი აღნიშნავს, რომ პუტინი უჩვეულოდ იყო დახრილი, ჰქონდა დაძაბული პოზა და თავის არაბუნებრივი მოძრაობები“, – წერს გამოცემა „პრავდა“.
მანამდე უკრაინის თავდაცვის უწყების საზღვაო ძალების 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მათ სასწრაფოდ განახორციელონ „ექსტრაქცია“ მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან“ უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიყვანონ რამდენიმე ასეული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს მესაზღვრეებისა და პოლიციელების ევაკუაციისთვის „აზოვსტალის“ ქარხანაში.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი