"აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისია გრძელდება, პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული"
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საევაკუაციო მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დეტალებიც გააცნო. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა, ასევე „აზოვსტალში“ მიმდინარე ევაკუაციაზე, გერმანიის კანცლერთან კი, მისი თქმიღმ საუბრის მთავარი თემა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დახმარების საკითხი იყო.
„ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი აუდიტორიის შეკრებას იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ყველა მიმართულებით; საინფორმაციო ზეწოლა, დიპლომატიური, ასევე კულტურული – აი, რა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება