"ომი გრძელდება, ის არ დასრულებულა - ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა"
ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითაც შეუძლია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება განცალკევებულ ქალაქებში ვინმეს ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ის არ დასრულებულა და უკრაინელებს ჯერ კიდევ მოუწევთ გამარჯვებისკენ სვლა.
„ომი გრძელდება. ის არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა. შესაძლოა ვინმეს განცალკევებულ ქალაქებში ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ფიქრობს, რომ შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არა. ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის. და ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითაც შეუძლია“,- განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ