დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება
დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოფიციალური პირები ინფექციის შემთხვევების “მნიშვნელოვან ზრდას” მიმდინარე კვირაში ელიან.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) წარმომადგენლის, სუზან ჰოპკინსის ცნობით, ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინფიცირებულებს შორის ერთ მოვლენასთან “აშკარა კავშირი” არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის გარეთ იშვიათად არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ევროპაში 92 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ჩრ. ამერიკასა და ავსტრალიაში კიდევ 28 საეჭვო ინფექციაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეპიდემიის აფეთქება “შემაშფოთებელია”. ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს, ისრაელმა და შვეიცარიამ აღნიშნული ინფექციის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიამ, მას შემდეგ, რაც “მაიმუნის ყვავილის” 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, შემოიღო 21 - დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც ინფექციით არის დაავადებული.
ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს, ადამიანიდან ადამიანს შესაძლოა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით - მათ შორის, სქესობრივი კავშირის გზით გადაეცეს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი