უკრაინაში საომარი მდგომარეობა 22 აგვისტომდე გახანგრძლივდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა სამი თვით, 22 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის განგრძობადი აგრესიის ფონზე, უკრაინის პარლამენტმა დღეს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი განკარგულების მესამედ გაგრძელებას.
უკრაინის პირველმა პირმა, ბრძანებულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, პირველად ხელი 24 თებერვალს მოაწერა, როდესაც მის ქვეყანაში რუსი აგრესორები შეიჭრნენ.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ