"კრემლის მიზანი ჩინეთთან კავშირების განვითარებაა" - სერგეი ლავროვი
მოსკოვი ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთთან კავშირების განვითარებაზე და შეწყვეტს დასავლეთიდან მომარაგებაზე დამოკიდებულებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, კრემლის მიზანია ჩინეთთან კავშირების შემდგომი განვითარება ახლა, როდესაც დასავლეთმა „დიქტატორის პოზიცია“ დაიკავა უკრაინაში ომის ფონზე.
„თუ მათ (დასავლეთს) სურთ რაიმე შემოგვთავაზოს ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაშინ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, გვჭირდება თუ არა ეს“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ჩინეთს აქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, „რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება დასავლეთს“.
„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რაიმე სახის დამოკიდებულება დასავლეთიდან აბსოლუტურად ყველაფრის მოწოდებაზე, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების, ეკონომიკისა თუ ჩვენი სამშობლოს სოციალური სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორების განვითარება“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთს „მხოლოდ საკუთარი თავის და იმ ქვეყნების იმედი აქვს, რომლებმაც დაამტკიცეს სანდოობა და სხვის დაკრულზე არ ცეკვავენ“.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ