"ოკუპანტებმა სლოვიანსკის მიმართულებით შეტევა განაახლეს"- უკრაინის გენშტაბი
დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აწარმოებენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს, ცეცხლს უხსნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს და ჯარების გადაჯგუფებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასაძლიერებლად ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში.
სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალები ამზადებენ პირად შემადგენლობას მოტორიზებული ქვეითი, სატანკო და საარტილერიო ნაწილების შესავსებად. ისინი ახორციელებს ტერიტორიების დანაღმვას უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შესაძლო განლაგების მარშრუტებზე.
“ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის შეკავებაზე. სლოვიანსკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ჯარების პოზიციების დაბომბვას, განაახლეს შეტევა.
დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აწარმოებენ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს. ისინი ცეცხლს უხსნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, სარაკეტო დარტყმებს აყენებენ და ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებენ.
მტერი ცდილობს მიაღწიოს წარმატებას ბახმუტის მიმართულებით, ჩაშალოს ლოჯისტიკური მარშრუტები და ჩვენი ქვედანაყოფები ძირითად ძალებს ჩამოაშოროს.
მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ფეხის მოკიდებას ლიმანის დასახლებაში.
შავ და აზოვის ზღვებში რუსული მტრის საზღვაო ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას,” - აღნიშნულია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 12 შეტევა მოიგერიეს.
“განადგურდა ერთი ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი, ფრთოსანი რაკეტა და „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"