ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე
ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში თურქეთმა ფინეთისგან ათი პირის ექსტრადირება მოითხოვა, რომლებიც, ანკარას თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებულნი.
როგორც მედია წერს, ფინეთის მთავრობამ მოთხოვნილი ათი პირიდან მხოლოდ შვიდის საკითხი გადაწყვიტა. თურქეთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი პირის ექსტრადირება მოხდა, თუმცა ისინი არ არიან ტერორიზმში ბრალდებულნი.
თურქეთის მიერ მოთხოვნილ პირებში ასევე შედის ჰელსინკიში, თურქეთის საელჩოზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირიც. საელჩოზე თავდასხმა 2008 წელს მოხდა. თავდამსხმელებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს საელჩოს და ქურთებისადმი თურქეთის დამოკიდებულება გააპროტესტეს. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.
როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას და სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. მედიისვე ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირაში სკანდინავიური ქვეყნებისგან მოითხოვა, რომ ადგილობრივ მედიებს, მათ შორის ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, აუკრძალოს ტერორისტების სავარაუდო ლიდერებთან ჩაწერილი ინტერვიუების ტრანსლირება.
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"