"უკრაინის ომის შედეგები ძალიან სახიფათოა, არის შიმშილის უდიდესი რისკი"
უკრაინის ომის შედეგები არის ძალიან სახიფათო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, არის შიმშილის უდიდესი რისკი, განსაკუთრებით აფრიკაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ომი იწვევს ფასების ზრდას, ასევე ენერგეტიკული რესურსების და საკვების სიმცირეს.
„მხარს ვუჭერთ გაერო-ს ძალისხმევას, რომ მოხდეს უკრაინული ექსპორტის განბლოკვა. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სანქციები ამ კრიზისს არ ქმნის. ჩვენი სანქციების სამიზნე არ არის საკვები და სასუქები. პრობლემა უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადას. მილიონობით ტონა ხორბალია ბლოკირებული. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია. არ წარმომიდგენია ეს დიდხანს გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ბორელმა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი