"ზოგიერთი ქვეყანა გლობალური პროცესების გაკონტროლებას ცდილობს"
ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო არ არის მზად, შეეგუოს მსოფლიო ასპარეზზე დომინირების დაკარგვას და ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ უსამართლო ერთპოლარული მოდელი.
„ეგრედ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ. ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – აშშ-სთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული. დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები და ხელშეკრულებების განადგურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გლობალური სამართლებრივი სისტემის არსს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"