"რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია" - ოდესის გუბერნატორი
ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამში“ იუწყება.
მისივე ინფორმაციით, რუსებმა Tu-22 ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით შავი ზღვის მხრიდან სამი X-22 რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.
„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 31 პირი, მათ შორის 4 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი,“- აღნიშნა გუბერნატორმა.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ