რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და 17 დაშავებულის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს.
„რუსები ხარკოვზე დარტყმებს ახორციელებენ. მოსახლეობის საყურადღებოდ: იყავით თავშესაფრებში, აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ ქუჩებში, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს“, – ამბობს სინეგუბოვი.
ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.
ამას გარდა, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევში ჰუმანიტარული დახმარების საწყობზე. ამის შესახებ უკრაინული მედია მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კიმზე დაყრდნობით წერს. კიმის ინფორმაციით, დაიწვა ათასობით ტონა პროდუქტი, რომელიც განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, მოხუცებისა და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"