უკრაინა რუსეთს სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს
უკრაინა რუსეთის ფედერაციას სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„ჟენევის კონვენციების თანახმად, თუ სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, აღიარებს, რომ მას დაკავებული ჰყავს სამოქალაქო პირები, მან ისინი უნდა დააბრუნოს. სამოქალაქო პირები უნდა გაუშვას ყველანაირი პირობების გარეშე. თავიდან რუსეთის ფედერაციამ აღიარა, რომ მას ჰყავს დაკავებული სამოქალაქო პირები, შემდეგ კი დაიწყო სამოქალაქო პირების სამხედროებთან გატოლება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პრინციპი შეიცვალოს და დავიწყოთ სამოქალაქო პირების გათავისუფლება“,- განაცხადა ლუბინეცმა.
მისისვე თქმით, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა.
„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პროცესი, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: „თქვენ ათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე, ჩვენ ვათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე“. ეს გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან და ამიტომ გამოვედით მსგავსი ინიციატივით“,- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი