"რუსული ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმისთვის ავიაციას იყენებენ"
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 31 ივლისის დილის ექვსი საათის მდგომარეობით რუსეთის შეჭრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს.
მათი ცნობით, რუსული ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმისთვის ავიაციას იყენებენ.
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში გენშტაბი აღნიშნავს, რომ ვოლინისა და პოლისიის მიმართულებით ვითარება უცვლელი დარჩა.
უკრაინის თავდაცვის ძალების შეზღუდვის მიზნით, ბელორუსმა თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ზომების გატარების ვადა 2022 წლის 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
სივერსკის მიმართულებით რუსული ძალები აგრძელებენ ცალკეული შენაერთების შენახვას ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში და საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატებით ახორციელებენ.
რუსმა აგრესორებმა ქვემეხები გამოიყენეს ჩერნიგოვის რეგიონის ზალიზნი მისტისა და სუმის რეგიონის ჟურავკაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ცეცხლის გასახსნელად.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ჯარები საომარ მოქმედებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აწარმოებენ.
ხარკოვის მიმართულებით კი რუსმა დამპყრობლებმა დასახლებებზე ცეცხლის გასახსნელად ტანკები, ქვემეხი და სარაკეტო არტილერია გამოიყენეს.
„მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვა განახორციელა პრუდიანკას, დუვანკასა და შაპოვალივკას მახლობლად. რუსეთის ძალებმა ავიაიერიში სტარი სალტივთან მიიტანეს“ , - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დოლინასთან რუსმა დამპყრობლებმა დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის გამოყენება სცადეს, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით. ზაპოროჟიეს მიმართულებით კი რუსეთის ჯარებს აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებიათ.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო