ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი.
ტრაგედიის ადგილზე დღეს დილიდან მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი ჰრაჩია სარქისიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაკარგულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც 25 ადამიანია. ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილები.
დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"