მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა
მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა სოცილურ ქსელში დაწერა.
პუშილინის თქმით, „მომხდარში უკრაინელი ტერორისტები არიან გარეულნი, რომელთა მიზანს ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაცია წარმოადგენდა“.
„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი მანქანაში“, – წერს პუშილინი.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვში, ოდინცოვსკოეს რაიონში მოხდა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დარია დუგინა იყო საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"