ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის დედა და ორი შვილი დაიღუპა
რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკას დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სულ ცნობილია გარდაცვალების 5 შემთხვევა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი“, - წერს სტარუხი.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის არიან კამენსკის სოფლის საბჭოს "კულტურისა და დასვენების ცენტრის" კულტურისა და მასობრივი სექტორის ხელმძღვანელი, 29 წლის ანასტასია ბოროვიკი და მისი ორი, რვა და ორი წლის შვილი.
„ოთხსართულიანი სახლი, სადაც ახალგაზრდა დედა შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაბომბეს. სახლი მიწასთან გასწორდა“, - აღნიშნა სტარუხმა.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს