„ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო, ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა
გერმანული ავიაკომპანიის, „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო, ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ავიაკომპანიის მონაცემებით, გაფიცვა 130 ათას მგზავრს შეეხება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მუშაობენ გაფიცვის შედეგების მინიმალიზებისთვის.
„ლუფთჰანზას“ ხუთი ათასზე მეტი მფრინავი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. საპროტესტო ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მფრინავების პროფკავშირსა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირი მიმდინარე წელს მფრინავებისთვის ხელფასის 5,5 პროცენტით გაზრდას და ინფლაციის ავტომატური კომპენსაციის დაწესებას ითხოვს. „ლუფთჰანზას“ ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნის შესრულება პერსონალის ხარჯებს მომავალი ორი წლის განმავლობაში 40%-ით, ანუ 900 მილიონი ევროთი გაზრდის. ავიაკომპანიამ მფრინავებს ხელფასის ჯამში 900 ევროთი გაზრდა შესთავაზა ორ ეტაპად, 18-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
აგვისტოს დასაწყისში „ლუფთჰანზას“ მენეჯმენტმა კომპანიის სახმელეთო პერსონალთა შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც მათი გაფიცვის გამო ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. მაშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანიის 20 ათასამდე თანამშრომელს 2023 წლის იანვრიდან ყოველთვიური ანაზღაურება 2.5%-ით გაეზრდება, შემდეგი წლის პირველი ივლისიდან კი – კიდევ 2.5%-ით.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი