"ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ"
რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პოლარიზაცია, რომელიც ხდება ომის ფონზე რუსეთსა და მსოფლიოში, მხოლოდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან ის მისცემს საშუალებას, გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის წინსვლაში.
„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდა საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, „უკრაინაში სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა“.
„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო არ უნდა იყოს დაფუძნებული ერთი ქვეყნის კარნახზე.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი