ამ გვერდის ამობედვა

"იმდენი ტყვე გვყავს, არ ვიცით, რა ვუყოთ" - ოლექსი არესტოვიჩი ხარკოვში კონტრშეტევაზე

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც მეთაურებმა მიატოვეს. სამხედროები უკრაინის ტყვეობაში ჩაბარების შესაძლებლობას ეძებენ. „არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც, ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის კატასტროფას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

წაკითხვა 307 ჯერ