"ვგმობთ აშშ-ის მიერ კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნას" - თურქეთის საგარეო უწყება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 2020 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების გაფართოებას კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნის შესახებ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებლობას და ნეგატიურად აისახება კვიპროსის საკითხის დარეგულირების ძალისხმევაზე.
„ეს გამოიწვევს შეიარაღების რბოლას კუნძულზე, რაც დააზარალებს მშვიდობასა და სტაბილურობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ანკარა მოუწოდებს აშშ-ს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართებაში.
პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კვიპროსის რესპუბლიკას 2023 წლისთვის თავდაცვითი სავაჭრო შეზღუდვები მოუხსნა.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"