"ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ - ანტონიო გუტიერეში
"ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია. სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ღრმავდება" - ეს განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის ასამბლეაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს და ჩვენი პლანეტის ბედს.
"ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია. სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ღრმავდება. საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად ან არ სურს გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის დიდ დრამატულ გამოწვევებს. ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს და ჩვენი პლანეტის ბედს. ჩვენი სამყარო საფრთხის წინაშეა და პარალიზებულია“, - განაცხადა გუტერეშმა და მსოფლიო კოალიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი