მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან წასული რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია.
ამასთან, ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა თავი კინოთეატრებს შეაფარეს.
„ხალხი რეალურად შეშინებული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ“, – განაცხადა ერთ-ერთი კინოთეატრის დირექტორმა მედიასთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
სიახლეები
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"