"19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა" - „ფრონტექსი"
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირებთან შედარებით 30 პროცენტით მეტია.
სააგენტოს ცნობით, რუსების უმეტესობა ევროპაში ფინეთისა და ესტონეთის საზღვრის გავლით შედის.
ამასთან, როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საზღვრის კვეთის ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა ფინეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე შევიდა.
„ფრონტექსის“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქე შევიდა. ამავდროულად, ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრით რუსეთში 1 273 000 მოქალაქე უკან დაბრუნდა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი