"უნდა შევწყვიტოთ ტყუილი სამხედრო ოპერაციის შესახებ" - რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილი სამხედრო ოპერაციის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს. ეს განცხადება მან „Soloviev Live“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ, რატომღაც, ეს ვერ გაიგეს ცალკეულმა ლიდერებმა“, - განაცხადა დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კარტაპოლოვმა აღნიშნა, რომ წაიკითხა საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს მოხსენებები 1941 წლისთვის, როდესაც გერმანელები მოსკოვში შევიდნენ. მისი თქმით, ამ შეტყობინებებიდან მაშინ ხალხი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდათ - „იცოდნენ, რომ მტერი ჩვენს მიწაზე იყო“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „ახლა მტერი მათ ტერიტორიაზეა“.
„ახლა ჩვენს მიწაზეა მტერი და საუბარია არა ახლად შეძენილ ტერიტორიებზე. ბელგოროდის რეგიონის თითქმის ყველა საზღვრისპირა სოფელი განადგურებულია. ჩვენ გვაქვს ქალაქი ვალუიკი - გამაგრებული ქალაქი, სხვათა შორის, რომელიც მუდმივი ცეცხლის ქვეშაა. ამის შესახებ ვიგებთ ვიღაცისგან - გუბერნატორებისგან, ტელეგრამის არხების მფლობელებისგან, სამხედრო კორესპონდენტებისგან და სხვა არავისგან“, - განაცხადა კარტაპოლოვმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები არ იცვლება.
„ჩვენ გავანადგურეთ ათობით ჭურვი, გავანადგურეთ 50 ობიექტი, გავანადგურეთ ასობით ნაცისტი... და ეს არის. ჩვენი ხალხი სულელი არ არის. ხედავს, რომ არაფრად აგდებენ, ხედავს, რომ არ უნდათ მისთვის არც სრული სიმართლის თქმა და არც ამ სიმართლის ნაწილი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნდობის დაკარგვა“, - აცხადებს დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.
სიახლეები
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
- კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის
- ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი