ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთს აფრთხილებენ
ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს, რომ ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია 11 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმებია დაგმობილი.
განცხადებას ხელ აწერენ ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები.
„შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მთელი მსოფლიოს სასამართლოების იურისდიქციაში ხვდება. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები“, – ნათქვამია 11 პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. „ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
- კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის
- ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი