"უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა გამოიწვევს სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება" - ჯოზეფ ბორელი
უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ატომურ დარტყმას დასავლეთისგან არა ბირთვული, არამედ “სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი” პასუხი მოჰყვება.
“ატომური მუქარა არის და პუტინი ამბობს, რომ იგი არ ბლეფობს. რეალურად, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და ნატო ასევე არ ბლეფობენ. და უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა წარმოქმნის პასუხს, არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება”, - თქვა ბორელმა.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი