"თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.
ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას გააჟღერა. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა ჰაბისთვის შესაფერის ტერიტორიად, თრაკიას რეგიონი დაასახელა, საიდანაც რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი შემდეგ ევროპაში გადანაწილდება.
სიახლეები
- "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ
- "მხოლოდ ვიქტორ ორბანს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე" - ზელენსკი
- პრომეთე, სათაფლია, მარტვილი, ოკაცე - ახალი ფასები კანიონებსა და მღვიმეებზე
- "ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია" - „გახარია საქართველოსთვის“
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა