"ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს" - ნედ პრაისი
მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ და დრონების გადაცემა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას.
განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანიდან შეძენილი დრონები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება.
„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები უყოყმანოდ დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს.
სიახლეები
- “ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა” - შსს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- “შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
- “გიჟების დოღია – რა უნდა ილაპარაკო? “ - ირაკლი ზარქუა არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების იდეაზე