"წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში.
მისი თქმით, უკრაინელებს მოდუნების უფლება არ აქვთ, რადგან გამარჯვებისკენ მიმავალი გზის გავლა ჯერ კიდევ აუცილებელია და ეს „რთული გზაა.
“ჩვენ მოგვიწევს ამ ზამთრის გავლა, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. სამუშაოს საჭირო ნაწილის შესრულება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გახლიჩოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა უკრაინელი, ევროპელი, მსოფლიოს ყველა ადამიანი, ვინც აფასებს თავისუფლებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთი, ბოლო დროს, სისტემატურად უტევს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის რვა თვის განმავლობაში რუსმა დამპყრობლები 85-ჯერ დაარტყეს უკრაინის ელექტროსადგურებს, მათგან 51-ჯერ - ოქტომბერში.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია