ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა
ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ „ტვიტერის“ გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.
„ტვიტერის“ შეძენის პროცესის დასასრულებლად მასკს დრო 28 ოქტომბრამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დავა ელოდებოდა. ამრიგად მიკრობლოგი „ტვიტერი“ კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდა. შესაბამისად, კომპანიის აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟიდან მოიხსნება.
კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი“ უფრო ინოვაციური გახდება. მისივე მტკიცებით, პლატფორმისადმი მის ინტერესს მხოლოდ ფინანსები არ განაპირობებს. მასკის თქმით, „ტვიტერის“ შეძენით მას სურდა, კაცობრიობას დახმარებოდა, რათა მას ჰქონოდა საერთო ციფრული პლატფორმა.
ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ჩიტი თავისუფალია“. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ „ტვიტერზე“ განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და კლიენტების ნაწილს ბლოკი მოეხსნება, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს