"ნაციზმი მოდის ახალი ნიღბით, თუმცა იმავე მიზნით"- ვოლოდიმირ ზელენსკი
ნაციზმი მოდის ახალი ნიღბით, თუმცა იმავე მიზნით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 247-ე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ რუსეთის აგრესია ნაციზმს შეადარა.
„ახალი დღე და ახალი ბოროტება. ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება. ზოგიერთს ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. საერთო ჯამში კი ყველა დუმს. და ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია; ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ არ მოგვაკითხავენ. სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველას სადარდებელი ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბოლო ორ დღეში უკრაინის მიმართულებით 30 დრონი გაუშვეს, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა 23 ჩამოაგდეს.
ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 500 სარაკეტო დარტყმა და 8 000 ავიაიერიში მიიტანა.
„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და მეტს ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს