"მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვება არის მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტი" - დიმიტრი მედვედევი
დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ", - წერს მედვედევი თავის Telegram-ის არხში.
მედვედევმა მოიყვანა დასავლური ქვეყნების თეზისი: „რუსეთს არ უნდა მივცეთ ომის მოგების საშუალება“ და დაინტერესდა, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. „მიჰყევით მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ იმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა იმარჯვებს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა - ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ მათი უარყოფა რუსეთის მხრიდან. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და დღევანდელი რუსეთის დაშლა. ეს კი ნიშნავს პირდაპირ მიზეზს რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის გამოყენების შესახებ, ბირთვული შეკავების სფეროში.
„ნება მომეცით, გავიგო, მაშ, ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პირდაპირი პროვოკაცია ბირთვული იარაღის გამოყენებით?"- განაცხადა მედვედევმა.
სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"