უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსულ ძალებს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე, - ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.
„თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე“, - აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინელების შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია 17 ოკუპანტი, განადგურდა და დაზიანდა 15 ჯავშანმანქანა, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.
გარდა ამისა, უკრაინელებმა ნოვაია კახოვკასა და ოლეშკიში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე