"როგორ შეიძლება ლუგანსკის რესპუბლიკაში მცხოვრები გოგონა, გვარად ფიოდოროვა, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგსა ან მოსკოვში მცხოვრები იგივე გვარის გოგონებისგან?"
რუსეთის ახალი რეგიონების მცხოვრებლები ჩვენი ხალხია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასახმარებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი ხდება, რატომ დავუჭირეთ მხარი და საბოლოოდ რატომ გადავწყვიტეთ დონეცკისა და ლუგანსკის და კიდევ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, მათი მიღება რუსეთის ფედერაციაში. ავიღოთ, მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები. როგორ შეიძლება გოგონა, რომლის გვარი ფიოდოროვაა და ცხოვრობს ლუგანსკის რესპუბლიკაში, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში მცხოვრები გოგონებისგან, რომელთა გვარიც ფიოდოროვაა? ის არაფრით განსხვავდება! ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“, - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდო-რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი