ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული
ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს.
ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში იყო ჩადებული.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ოთხ ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი