კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხების საშუალებით ავრცელებენ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში.
"სარაკეტო თავდასხმაა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. დეტალები ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში", - წერს ტიმოშენკო.
კიევში აფეთქებების ხმა შაბათს გამთენიისასაც ისმოდა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე, ალექსანდრ პავლიუკი აცხადებდა, რომ აფეთქებები საომარ მოქმედებებს არ უკავშირდებოდა.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე