დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ ადგილობრივი დროით 7:25 საათზე [თბილისის დროით 9:25 საათი] ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
რეზნიჩენკოს ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია.
გარდა ამისა, შაბათს 14 იანვარს რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე