ირანში სამი ჟურნალისტი დააკავეს
ირანში კვლავ დააკავეს მედიის წარმომადგენლები. როგორც გაზეთი „ეთამადი“ იტყობინება, სამი ჟურნალისტი ქალი თეირანში, ევინის ციხეში მოათავსეს.
სხვა ინფორმაცია მათ შესახებ არ გავრცელებულა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის თანახმად, ირანში სექტემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში მედიის 90 წარმომადგენელია დაკავებული. ამავე ინფორმაციით, დაახლოებით მათი ნახევარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
შარშან სექტემბერში, თეირანში თავსაფრის არასწორად ტარების გამო პოლიციის მიერ ახალგაზრდა ქურთი ქალის დაკავების და საპატიმროში მისი სიკვდილის შემდეგ, ირანში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. მათი მონაწილეები მეტ თავისუფლებას მოითხოვენ, ისმის ანტისამთავრობო, მმართველი სასულიერო სისტემის საწინააღმდეგო ლოზუნგები.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი