"იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია"- ვოლოდიმირ ზელენსკი
იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ [ჯარისკაცებს] ჯერ ვერ გავგზავნით”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმებოდა.
მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება - საბრძოლო მასალით და ავიაგამანადგურებლებით, ამიტომ სამხედროები უკრაინის პარტნიორებისგან ელიან მათ გადმოცემას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს უშვებს, ვიდრე უკრაინა.
ცნობისთვის, ზამთარში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2023 გაზაფხულზე უკრაინა დიდ კონტრიერიშს გეგმავს.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე