"უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს.
„აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. კანონიერი ადგილი. არ გვინდა, რომ დაძველებული ილუზიები, რომლებიც აქამდე აკავებდა ალიანსისადმი ჩვენს მოძრაობას, ახლაც აგრძელებდნენ უკრაინისთვისა და პარტნიორებისთვის დროის წართმევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი