"სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული"- ვოლოდიმირ ზელენსკი
სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ, არა რამე პირად, არამედ მკაფიოდ ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული… რომელსაც სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი აქვს.
თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე სიცოცხლე არის დამოკიდებული, მაშინ, ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი