"უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება"
უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მათ შორის ბრიტანულ BBC-სთან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება დასავლეთისგან დაპირებულ მეტ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ წინსვლა და წარმატების მიღწევა დღეს არსებული საშუალებებითაც შესაძლებელია, მაგრამ დიდი ადამიანური დანაკარგის ფასად, რაც დაუშვებელია.
ბოლო თვეებში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევის დაწყებას ამ გაზაფხულზე გეგმავდნენ.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე