რუსეთმა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 198 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 590 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 751 ტანკი, 7 307 ჯავშანმანქანა, 3 095 საარტილერიო სისტემა, 561 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 314 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 665 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატი, 970 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 6 011 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 402 ერთეული სპეცტექნიკა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია