“ჩვენ გვჭირდება ავიაგამანადგურებლები, რომელთა გარეშეც საჰაერო თავდაცვის არცერთი სისტემა არ იქნება სრულყოფილი"- ვოლოდიმირ ზელენსკი
100%-იანი საჰაერო დაცვა გვჭირდება, მოგვეცით ავიაგამანადგურებლები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან სამშაბათს ღამით უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტები 100% ჩამოაგდო.
ზელენსკის თქმით, ამას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეუწყეს ხელი.
“ერთი წლის წინ ტერორისტების მიერ გამოშვებული რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება არ შეგვეძლო, განსაკუთრებით ბალისტიკურების და როდესაც კითხვას ვსვამ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას ახლა, შეგვიძლია თუ არა ამის ახლა გაკეთება, როდესაც გაერთიანებულები ვართ და გაბედულობით სავსე, რომ სიცოცხლე დავიცვათ, პასუხია შემდეგი: ჩვენ, ერთიანობაში, 100%-ით გავიღებთ ძალას ნებისმიერ საქმეში”, - განაცხდა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორია დიდია, და საჰაერო თავდაცვის გუშინდელი შედეგები “წესი რომ გახდეს”, უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და რაკეტები სჭირდება.
“ჩვენ ასევე მეტი გვჭირდება: ავიაგამანადგურებლები, რომელთა გარეშეც საჰაერო თავდაცვის არცერთი სისტემა არ იქნება სრულყოფილი, და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. 100% უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. აგრესორს 0% უნდა მივცეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
- ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო
- ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ მან იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
- “ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო” - ალეკო ელისაშვილი