უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქვეყანაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მორწმუნეები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
როგორც მედია წერს, იცვლება ზოგიერთი სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს იზეიმებენ.
გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე თავმჯდომარეობდა.
მედიის ცნობით, ახალი იულიუსის კალენდარზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამა წლის 1 სექტემბრიდან გადავა, როდესაც ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან, ეკლესია უფლებას მისცემს სამრევლოებსა და მონასტრებს, სურვილის შემთხვევაში, ძველი კალენდარი გამოიყენონ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე